среда, 22 октября 2008 г.


ხაჭაპური - სიამოვნება თუ ზედმეტი კალორია?


პროექტ"ხაჭაპურის" მონაწილეებია 123-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები:ანა მიქაძე, მარი ლოცულაშვილი, თამუნა ბუაჩიძე, ანა ვეზირიშვილი, ნინო გვილავა, მირვან ახობაძე, ბუთა კვეზერელი.

ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან პურს და წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილითა და საფუარით (საფუარი შეიცავს ფერმენტებს _ ორგანულ კატალიზატორებს), წყლით, ცოტაოდენი რძით და მარილით იზილება. ცომს ცოტა ხანს ამოსვლას აცდიან, შემდეგ, რეგიონების და მიხედვით, სხვადასხვა ფორმით ამზადებენ


რეცეპტების წიგნი


ხაჭაპური ყველის ან ხაჭოს და პურის ნამცხვარია. ამას ადასტურებს თვით მისი სახელწოდება ხაჭაპური. ხაჭაპურს ყველა კუთხეში აკეთებენ სხვადასხვა სახით.

იმერული ხაჭაპური

მასალად საჭიროა:

პურის ფქვილი -1 კგ,
მაწონი - 2 ჩაის ჭიქა,
კვერცხი - 2 ცალი,
ყველი - 700-800 გრ.


მოზილეთ ცომი მაწვნითა და კვერცხით. დადეთ 1-2 საათი ასაფუებლად. შემდეგ დაყავითთ 5-6 ნაწილად, ამოაგუნდავეთ, გააბრტყელეთ ჩაყარეთ შიგ დაფშვნილი ოდნავ მარილიანი ყველი, მოუკარით თავი და შედეთ ჰაერღუმელში ან გამოაცხეთ კეცებში. ხაჭაპურისთვის უმჯობესია ძროხის ოდნავ მარილიანი ყველი, ხმელი ყველი არ გამოდგება.


მეგრული ხაჭაპური

მასალად საჭიროა:

პურის ფქვილი - 600 გრ,
სიმინდის ფქვილი - 200 გრ,
ყველი - 700 გრ,
მაწონი - 3 ჩაის ჭიქა,
კვერცხი - 3 ცალი.

პურის და სიმინდის ფქვილი მოზილეთ მაწონში და გამოაცხვეთ ისე როგორც ზემოთაა აღნიშნული, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ, დაფშვნილი ყველი აურიეთ კვერცხში და ხაჭაპურს ზემოდან მოასხით. ასეთი ხაჭაპურის გადაბრუნება კეცზე არ შეიძლება.



იმერული ხაჭაპური კეცებს შუა


მასალად საჭიროა:

პურის ფქვილი - 1 კგ,
იმერული ყველი - 600 გრ,
საფუარი - 2-3 სუფრის კოვზი.

მოზილეთ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი, დაჭერით 6-7 ნაწილად, ამოაგუნდავეთ, გააბრტყელეთ, დააყარეთ წმინდად დაფშვნილი ყველი, მოუკარით თავი და კიდევ გააბრტყელეთ. ცეცხლზე გაახურეთ თიხის პატარა კეცები. 6 კეცზე დადეთ 6 ცალი გაბრტყელებული ცომი. ზემოდან დაახურეთ გაცხელებული კეცი. შედგით ერთიმეორეზე და გამოაცხვეთ.


იმერული ღია ხაჭაპური

ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი გაათხელეთ ერთი თითის სისქეზე. ზედ დააყარეთ კვერცხში არეული დაფშვნილი ყველი, ნახევრად მოუკარით თავი ე.ი ღიად დატოვეთ შუა ადგილი, საიდანაც უნდა მოჩანდეს ყველი.
ასეთი ხაჭაპურის გადაბრუნება არ შეიძლება. იგი უნდა გამოცხვეს კეცზე ან ჰაერღუმელში. ხაჭაპურში, ღია ადგილას, დებენ თითო ჩაის კოვზს კარაქს.


მოხარშული ხაჭაპური

მასალად საჭიროა:

ჭყინტი ყველი - 600 გრ,
პურის ფქვილი - 1 კგ,
კვერცხი - 2 ცალი,
შაქარი - 20 გრ,
არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა,
მარილი - გემოვნების მიხედვით.


ჭყინტი ყველი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ჩააზილეთ კვერცხი, ცოტა მარილი და შაქარი. ჩვეულებრივი ცომი დაჭერით ნაჭრებად, გაათხელეთ, მოაყარეთ ეს შემზადებული მასა და მოუკარით თავი. მიიღებთ პატარა კვერებს, რომლებიც უნდა მოხარშოთ მდუღარეში. მოხარშული კვერი ამოტივტივდება ზევით. ამოიღეთ ქაფქირით, მოასხით არაჟანი და მოაყარეთ შაქარი. ასეთი ხაჭაპური უნდა მიირთვათ ცხლად.


რაჭული ხაჭაპური

მასალად საჭიროა:

პურის ფქვილი - 700 გრ,
ყველი - 400 გრ,
კვერცხი - 2 ცალი,
მარილი - გემოვნების მიხედვით.


მ ხაჭაპურს აქვს არა მრგვალი, არამედ ოთხკუთხედი ფორმა. ჩვეულებრივ ცომს გაათხელებთ ოთხკუთხედად, შუაში დაყრით კვერცხში არეულ დაფშვნილ ყველს. გადაკეცავთ ოტხივე კუტხეს კონვერტივით, ზემოდან წაუსვამთ კვერცხის გულს და გამოაცხობთ გახურებულ ჰაერღუმელში ან კეცზე.


ოსური ხაჭაპური (ხაბიძგინა)

მასალად საჭიროა:

პურის ფქვილი - 700 გრ,
ყველი - 400 გრ,
ერბო - 300 გრ,
საფუარი - 2-3 სუფრის კოვზი,
მარილი - გემოვნებით.

მოზილეთ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი და დადეთ ასაფუებლად. ერთი საათის შემდეგ დაყავით ნაწილებად, ამოაგუნდავეთ, გაათხელეთ, ბლომად დაყარეთ დაფშვნილი ყველი და მოუკარით თავი. ერბო გაადნეთ ღრმა ტაფაზე, დადეთ ზედ ხაჭაპური და გამოაცხვეთ ორივე მხარეს შეწითლებამდე.



სულგუნის ხაჭაპური

მასალად საჭიროა:

პურის ფქვილი - 350 გრ,
მაწონი - 1 ჩაის ჭიქა,
კვერცხი - 3 ცალი,
სულგუნი - 500 გრ,
ერბო - 100 გრ,
მარილი - გემოვნების მიხედვით.

მოზილეთ ცომი ზემოთ ჩამოთვლილი მასალისგან, მხოლოდ კვერცხის ცილა ცალკე ათქვიფეთ და აურიეთ აფუების შემდეგ. სულგუნი დაჭერით გრძელ და ბრტყელ ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ამ ცომში და ორივე მხრიდან შეწვით ტაფაზე ერბოში.


ფშავ-ხევსურული ხაჭაპური

მასალად საჭიროა:

ყველი - 1 კგ,
პურის ფქვილი - 2 ჩაის ჭიქა,
ერბო ან კარაქი - 300 გრ.


ფშავ-ხევსურული ხაჭაპური მზადდება შემდეგნაირად: ჭყინტი ყველი დაფშვენით, შეაზილეთ 300 გრ კარაქს და ჩაყარეთ ქოთანში, რომელიც დადგმული იქნება ცეცხლის პირას. შიგ ჩაყრით ფქვილს და მოზელთ განუწყვეტლივ ხის დიდი კოვზით. ერთი საათის დუღების შემდეგ ჩამოარიგებთ ჯამებით.
ცხელ ხაჭაპურს ატანენ ცივ რძეს. ხაწაპურს ასევე ამზადებენ მოხევეებიც.


ხაჭაპურის კვებითი ღირებულება

ისარგებლოთ იმერული და რაჭული ხაჭაპურის მოცემული რეცეპტებით და განვსაზღვროთ ხაჭაპურით მიღებული ენერგიის რაოდენობა (კკალორია).


იმერული ხაჭაპური


ინგრედიენტების ენერგეტიკული ღირებულება:
ყველი - 800 გრ - 3200კკალ,
კვერცხი - 2 ცალი - 100კკალ,
მაწონი - 2 ჩაის ჭიქა - 500 გრ-320კკალ,
პურის ფქვილი - 1 კგ- 2880კკალ.


იმერული ხაჭაპურით მიღებული ენერგიის რაოდენობა - 6510 კკალორიაა.


რაჭული ხაჭაპური

ინგრედიენტების ენერგეტიკული ღირებულება:

პურის ფქვილი - 700 გრ - 1596 კკალ,
ყველი - 400 გრ- 1600 კკალ,
კვერცხი - 2 ცალი-100 კკალ,
მარილი - გემოვნებით.

რაჭული ხაჭაპურით მიღებული ენერგიის რაოდენობა – 3296 კკალორიაა.



გამოიყენეთ 14-17 წლის მოზარდების ენერგეტიკული მოთხოვნილებების ცხრილი:


ვაჟი(კკალ) გოგო(კკალ)

საუზმე 950 830
სადილი 1420 1250
ვახშამი 790 690

დღეში 3160 2770


გაითვალისწინე შენი ასაკის მოზარდისთვის აუცილებელი ენერგეტიკული მოთხოვნები და განსაზღვრე საჭიროა თუ არა გააკონტროლო ხაჭაპურით მიღებული ენერგია.
საინტერესოა შეიტან თუ არა ცვლილებებს ყოველივე განხილულის შემდეგ?

ხაჭაპური - სუფთა ნივთიერებაა თუ ნარევი?


ყველაფერი ნარევია, რაც შერევის შედეგად მიიღება. ხაჭაპურის შემადგენელ ნივთიერებებს კომპონენტები (ინგრედიენტები) ეწოდება. ხაჭაპურის ცომი ერთგვაროვანი ნარევია, რომლის შემადგენელი კომპონენტების დანახვა შეუძლებელია. ხაჭაპურის ცხობის რეაქციის წარმართვისასთვის, საჭიროა შესაბამისი პირობების შექმნა, კერძოდ, უწყვეტი გახურება. რეაქციის მიმდინარეობის ნიშნებია შეფერილობის და სუნის შეცვლა.

კომპონენტების მასური წილი

რა მასური წილით შედის თითიეული კომპონენტი იმერულ ხაჭაპურში?

ინგრედიენტები:

პურის ფქვილი – 1 კგ – 1000 გრ,
მაწონი - 2 ჩაის ჭიქა - 500 გრ,
კვერცხი - 2 ცალი - 120 გრ,
ყველი - 800 გრ.


იმერულ ხაჭაპურში შემავალი თითოეული კომპონენტის მასური წილია:

პურის ფქვილი - 41%,
მაწონი - 21%,
კვერცხი - 5%,
ყველი - 33%.

რა მასური წილით შედის თითოეული კომპონენტი რაჭულ ხაჭაპურში?


ინგრედიენტები:

პურის ფქვილი - 700 გრ,
ყველი - 400 გრ,
კვერცხი - 2 ცალი - 120 გრ,
მარილი გემოვნებით.

რაჭულ ხაჭაპურში შემავალი თითოეული კომპონენტის მასური წილია:

პურის ფქვილი - 57%,
ყველი - 33%,
კვერცხი - 10%.


კალცონე

კალცონე, ხშირად მოიხსენიებენ როგორც “დატენილი პიცა” იტალიური ხაჭაპურის მსგავსი ორცხობილაა, რომელსაც პიცის ცომისა და მოცარელას (სულგუნის ნათესავი) ან რიკოტას ყველით ამზადებენ. ყველის ნაცვლად შეიძლება იყოს ხორცი ან ბოსტნეული.
მის გაბრტყელებულ ცომს შიგთავსი ემატება, და შემდეგ ცომის ბოლოები თავზე იკვრება (“ჩებურეკის” მსგავსად) და ღუმელში ცხვება. კალცონეს სუფრასთან მარინარას საწებელთან (პომიდვრის საწებლის მსგავსი) მიართმევენ. სენდვიჩის ცომის კალცონეს ხშირად ქუჩის ჯიხურებდან ყიდიან. ვინაიდან, მისი ჭამა ადვილია ზეზე ან სიარულთან ერთად.
კალცონე ემსგავსება სტრომბოლის, თუმცა ტრადიციულად ორივე განსხვავებულ კერძად ითვლება.
კალცონე საკმაოდ გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებში და ხშირად პიცის ნაირსახეობად მიიჩნევა, თუმცა მასზე ნაკლებად პოპულარულია.
კერძის სახელი ხუმრობის საგანია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, სადაც ადგილობრივ დიალექტებზე ეს უკანასკნელი გოგონების საცვალსაც ჰქვია.

4 комментария:

ხათუნა ციხელაშვილი комментирует...

მოგესალმებით ქალბატონო ია და თქვენ მოსწავლეებს.
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ნაყოფიერი პროექტისათვის.
კალცონე განსაკუთრებით საინტერესო იკო ჩემთვის კალორიების შემდეგ.

მადლობა
პროექტი "ხაჭაპურის" ფასილიტატორი

ხათუნა ციხელაშვილი комментирует...

ერთი თხოვნა მაქ თუ შეიძლება.

მიუთითეთ რომ ეს GEARN ის დამტკიცებული პროექტის განხორციელებული პროექტია. და დადედეთ ხაჭაპურის ლინკი ანუ ჩემი პროექტის ლინკი რომ ერთმანეთში გვქონდეს კავშირი.
http://xachapuri.blogspot.com/
მშვენიერი ნამუშევარია
მადლობთ

dea комментирует...

saertod agar shevcham xachapurs imis mere rac kaloriebis raodenobas shevxede:))

sopo комментирует...

miuxedavad kaloriulobisa qartveli kaci uarss ver ityvis xachapurze! :)